ბათუმიდან ქუთაისში ორი პაციენტი გადაიყვანეს - დედა-შვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

08 სექტემბერი 2020, 10:43 2894 ნახვა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გუშინ ღამით შეიყვანეს. ისინი  აჭარიდან არიან. დედა-შვილის მდგომარეობა, ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.

"კატასტროფის ჯგუფმა ორი პაციენტი, დედა-შვილი აჭარიდან გადმოიყვანა. მათ კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდათ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ", - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 17 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი