საქართველოში ყოველდღიურად კოვიდ 19-ის ახალი ჯგუფები ჩნდება. სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა სტატისტიკა. კორონავირუსმა ბათუმში, ხოფის ბაზრობაზეც შეაღწია, რის გამო სავაჭრო ობიექტი დაიკეტა.
ქვეყანაში დადასტურებული კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევებიდან, 20 აჭარას უკავშირდება. ერთ-ერთი ინფიცირებული პედაგოგია. ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, 12-დან 8 დღემდე შემცირდა კარანტინში ყოფნის ვადა.