ჯოვინო ფლამარიონი რუსულ კლუბში ითამაშებს

07 სექტემბერი 2020, 16:46 2899 ნახვა

ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ფორვარდი ჯოვინო ფლამარიონი რუსულ "როტორში" ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო სეზონის ბოლოს "როტორს" გამოსყიდვის უფლება ექნება. ინფორმაციას რუსული კლუბი "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ჯოვინო შავიზღვისპირულ კლუბში 2017 წელს მოვიდა. ფალამარიონმა ბათუმის "დინამოს" მაისურით 45 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 4 გოლია.

სამხრეთ ამერიკელის სატრანსფერო ღირებულება გერმანული სააგენტოს ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით, 600 000-ს ევროს შეადგენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი