გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სასამართლოს წინაშე არასრულწლოვნები წარსდგებიან.
იგეგმება პროკურატურის მოწმეების, მათ შორის ანა გაბეჩავას გამოკითხვა. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ დღემდე გამოკითხულმა 20-მდე მოწმემ დაკავებულთა დანაშაულის დამტკიცება ვერ შეძლო.