ბაჩალიაშვილის საქმე - ბრიფინგი პროკურატურაში

04 სექტემბერი 2020, 18:23 882 ნახვა

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად,მანქანაში აღმოჩენილი ყველა ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის გარდაცვლილს. სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.

ბრიფინგზე ითქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში