ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ადვოკატებმა აქცია გამართეს

04 სექტემბერი 2020, 16:32 1616 ნახვა

ადვოკატების ნაწილმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია გამართეს. მთავარი მოთხოვნა საყოველთაო ამნისტიის აქტის გამოცემა იყო. ადვოკატებმა ხელისუფლებას მოუწოდეს დროულად განიხილონ კანონპროექტი, რათა იგი ძალაში დროულად შევიდეს. მოგვიანებით უფლებადამცველების აქციას პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლებიც შეუერთდნენ.

"მივმართავთ ხელისუფლებას დროულად განიხილონ კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. პანდემიის პერიოდში, პატიმრების მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდა მოთხოვნები და არ მომხდარა კომპესირება. არა შერჩევით სამართალს! შეახეთ ამნისტია პატიმრებს,იმ უფლებათა შეზღუდვის ხარჯზე, რაც გლობალურმა პანდემიან გამიწვია. ისინიც ადამიანები არიან, მათაც აქვთ უფლება მსოფლიო ომი უხილავ მტერთან თავიანთ ოჯახებში, ნათესავებთან ახლოს გადაიტანონ. არაფერი არ გააკეთა სახელმწიფომ ამისთვის, არც ვიდეოზარები დაუშვა, არც ელექტროსამაჯურებით გაათავისუფლა მსჯავრდებულები. რა ხდება, შუა საუკუნეებში ვართ?!- განაცხადა ადვოკატმა ნათია ჩხეტიანმა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი