ქედის საკრებულომ საარჩევნო პლაკატების განთავსებისთვის ადგილები განსაზღვრა

04 სექტემბერი 2020, 15:02 1787 ნახვა

ქედის საკრებულომ საარჩევნო პლაკატების გასაკრავად ადგილები განსაზღვრა. ესენია  მოსაცდელები, წისქვილები, ე.წ.-ლი სოფლის სახლების  კედლები.   სააგიტაციო შეხვედრების ადგილად კი ქედის სასპორტო სკოლის შენობა შეირჩა, რადგან დიდი ფართობის მიხედვით,  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა შესაძლებელი იყოს. სოფლებში კი შეხვედრები დასაშვები იქნება  სოფლის და კულტურის სახლებში.

პლაკატების გაკვრაზე მონიტორინგი ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალება.   რეკომენდაციების დაცვაზე პასუხისმგებლობა კი ღონისძიების ორგანიზატორს დაეკისრება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი