გამკაცრებული კონტროლი, სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტზე. დილიდან, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, რეგულაციების შესრულების პროცესს ამონიტორინგებს.
ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. კოვიდ 19-ის ახალ ეპიცენტრ აჭარაში, 1000-ზე მეტ ტესტის პასუხს ელოდებიან.
დილის მონაცემებით კი რეგიონში, კოვიდის 6 შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე დღეა, კარვებთან, სადაც უფასო ტესტირებას ატარებენ, რიგებია.