გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის სასამართლოში არასრულწლოვნების პროცესი გადაიდო. სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმე დაიკითხა. პროცესის გადადების მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დასახელდა. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის თქმით, სასამართლოზე ნ.ხ-ს დაკითხვამ აჩვენა, რომ ძალადობის ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია.
საპირისპიროს ამტკიცებს პროკურორი. მისი თქმით, წარდგენილი ბრალდებები ყველა არასრულწლოვნის დანაშაულს ამტკიცებს. ადვოკატები ბრალდებულების უფლებების დარღვევაზეც ლაპარაკობენ იმის საფუძველზე, რომ პროცესი 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.