სუმოს ახალ რეიტინგში ცვლილებებია

01 სექტემბერი 2020, 10:44 1532 ნახვა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა. ტოჩინოშინმა განვლილი ივლისის ბაშოზე წარმატებით იასპარეზა და რამდენიმე საფეხურით წინ აღმოჩნდა. ივლისში ლევანი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა იყო, ხოლო ახლა დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდება აქვს.

ჰაკუჰო და კაკურიუ განახლებულ რეიტინგში ისევ იოკუძუნები არიან.

რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს თემურაზ ჯუღელს ის რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითდა. გაგამარუ დაახლოებით ერთი წელია დოჰიოზე არ გამოსულა და ამ დროისთვის რანგით მე-4 დივიზიონში დასავლეთის 85-ე ნომრად არის განთესილი.

მომავალი ბაშო ისევ იაპონიის დედაქალაქში ტოკიოში გაიმართება. აკი ბაშოს სუპერტურნირი 13 სექტებერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება და მაყურებლები ისევ შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში