ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია. შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონი თბილისის ‘’დინამო’’ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს უელსურ ‘’კონაჰისთან’’, ხოლო თბილისის ‘’ლოკომოტივი’’ საკუთარ კედლებში მოსკოვის ‘’დინამოს’’ დაუხვდება.
საქარველოს ჩემპიონი თბილისის ‘’დინამო’’, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ ევროპალიგაზე გადმოერთო.
სიახლეა ‘’დინამოს’’ ბანაკში კლუბი დატოვა გუნდის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა. თბილისელთა მესვეურებმა კი გუნდი კვლავ ესპანელ სპეციალისტს ჩისკო მუნიოს ანდეს. ორივე ქართული კლუბი 17 სექტემბერს იასპარეზებს.