ამ წუთებში მცხეთის სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც სასამართლოს წინა სხდომაზე უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი, რომელმაც საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა.