ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

31 აგვისტო 2020, 13:08 1188 ნახვა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ,  ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი 4 ჰექტარ ფართობზე.

''რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე- მაშველებმა შეძლეს ხანძრის ეპიცენტრთან ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. მეხანძრე მაშველებს, რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებიდნენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც'' - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი