გამოძიებამ ოჯახის ადვოკატს იმ ვიდეო ჩანაწერის სრული ვერსია გააცნო, რომელიც რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაასაჯაროვა. ადვოკატმა საქმის მასალებზე დეტალურად არ ისაუბრა, რადგან, მისი თქმით, ეს ვიდეო მასალა სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.
მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ბაჩალიაშვილის ოჯახი უახლოეს დღეებში აპირებს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა საპროტესტო აქციებს.