მინსკში საპროტესტო აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ბელარუსის მედიის ცნობით ქალაქის ცენტრში მოქალაქეების რამდენიმე კოლონა აწყობს მსვლელობას. აქციაზე ათასობით მოქალაქე იმყოფება. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ სამართალდამცველები აქტივისტების ნაწილს აკავებენ. რამდენიმე მომიტინგე მძიმე ტექნიკის წინ ასფალტზე დაწვა, ისინი ამგვარად მათ მინსკის ცენტრში გადაადგილებაში უშლიან ხელს.
ამასთან, აქციის მონაწილეები სკანდირებენ : „გამოდი, საშა, დაბადების დღე უნდა მოგილოცოთ“.მინსკში დილიდან მობილიზებულია საპოლიციო სპეცტექნიკა, ასევე სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარის მანქანები.მინსკის გარდა საპროტესტო აქციები იმართება ასევე ბელარუსის სხვა ქალაქებში. ბელარუსში საპროტესტო აქციები უკვე 22-ე დღეა, გრძელდება. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართვას და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.