პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. მათივე ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ PSR ტესტირება, პასუხები კი უარყოფითია.