"დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით ანზორ ბოლქვაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს" - კახი კალაძე

30 აგვისტო 2020, 12:58 1881 ნახვა

ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ, თავისუფალ, დაუღალავ, ენერგიულ და შეუპოვარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ეზიარებით ფლორისა და ფაუნის ამ საოცრებას, ინარჩუნებთ და უფრთხილდებით წინაპართა დანატოვარს, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მოსახლეობას ქედაში, სადაც მმართველმა პარტიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარადგინა.

“ჩემი წარდგენა ანზორ ბოლქვაძეს თქვენთან არ სჭირდება, მას თქვენ ძალიან კარგად იცნობთ,ამ კუთხის შვილია ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მაღალმთიან აჭარაში. ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს, გაატარებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით, თქვენი მხარდაჭერით ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს”

ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც, მთლიანად მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა უკეთესობისკენ. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო სიკეთეებით თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ"

მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ქედის მუნიციპალიტეტის როგორც დაფინანსება, ისე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების, შედეგად საგრძნობლადაა გაზრდილი ამ მხარის ტურისტული პოტენციალი და ამ სექტორიდან მოსახლეობის მიერ მიღებული შემოსავალი. ხელისუფლების გათვლებითა და ხელშეწყობით, ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რადგან მთიანი აჭარა გამორჩეულია ულამაზესი ბუნებით, უნიკალური გასტრონომიული კულტურითა და ავთენტურობით, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს.

ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს მიღწევები, წინ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული პროგრამები, ავიღოთ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ყველა პრობლემისა და გამოწვევის გადალახვა, ისე, როგორც 2012 წელს, როდესაც დაიწყო პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოღვაწეობა, ყველა გავერთიანდით მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ არჩევნებში, რომელიც ახლოვდება 31 ოქტომბერს, შევძლებთ გავიმარჯვოთ ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი