‘’პატრიოტთა ალიანსის“ ანტისახელმწიფოებრივი ბანერები ჩამოხსნილია

30 აგვისტო 2020, 12:13 1404 ნახვა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი მათ საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. პარტიის ლიდერის თქმით, ბანერი პოლიტსაბჭოზე განსხვავებული სახით იყო შერჩეული, და ბილბორდებზე სხვა სახით აღმოჩნდა. როგორც ინაშვილი აცხადებს, საარჩევნო ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ წარწერით „სოს“.  „პატრიოტების” საარჩევნო ბანერი მას შემდეგ გახდა საზოგადოების აღშფოთების მიზეზი, რაც „ალიანსმა” მასზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა.

თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეულმა პარტიამ ზედ შემდეგი მოწოდებაც დაიტანა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”. ინაშვილის განცხადებას წინ უძღოდა ბათუმის მერიის მიერ ბანერების ჩამოხსნა და ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. იქამდე კი გონიოში ლელოს წევრებმა თავად ჩამოხსნეს პატრიოტთა ალიანსის 1 ანალოგიური ბანერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი