​“რესან კონცელიძე სიმართლის და სამართლიანობის მსახურია, ის დაიცავს ბათუმელების ინტერესებს საქართველოს პარლამენტში, ტიტე აროშიძემ ეფექტური ხელი დაატყო სოფლის მეურნეობას, ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატია” - თორნიკე რიჟვაძე

29 აგვისტო 2020, 22:43 3706 ნახვა

რესან კონცელიძე - დამსახურებული ბათუმელია, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობით დაადასტურა, რომ სიმართლის და სამართლის მსახურია, რომელიც შეძლებს ჩვენი ქალაქი გახადოს კიდევ უფრო უსაფრთხო და მაღალი ტრიბუნიდან დაიცვას თითოეული ბათუმელის ინტერესი - ამიტომაც გააკეთა ჩვენმა გუნდა მასზე არჩევანი - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, ასევე განსაკუთრებული დამსახურებისთვის შეირჩა ტიტე აროშიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად, - მან თავის ეფექტური ხელი დაატყო სოფლის მეურნეობის განვითარებას და დარწმუნებული ვარ იგივე წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას აჭარის უმაღლეს საბჭოში - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი