“ბათუმის სტადიონი, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია, უახლოეს დღეებში გაიხსნება” - თორნიკე რიჟვაძე

29 აგვისტო 2020, 22:27 2018 ნახვა

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი მთლიანად აჭარაში და მათ შორის ბათუმში გუნდური მუშაობის შედეგად განხორციელდა - განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა. განსაკუთრებული აქცენტი მან „ოცნების ქალაქის“ პროექტზე გააკეთა, რომლის დასრულებას 2000 ბავშვი ელოდება, ისინი ეკო-მიგრანტი ოჯახებიდან არიან და მალე ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს მიიღებენ.

რიჟვაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება განათლებისა და მეცნიერების მშენებარე ქალაქზე, რომელიც ძალიან მალე, როგორც ბათუმელებისთვის, ასევე ყველა მოქალაქისთვის ახალი საგანმანათლებლო კერა გახდება.

„2006 წელს წინა ხელისუფლებამ ბათუმელებს, სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულებს წაართვა და დაუნგრია სტადიონი. ჩვენ რამდენიმე დღეში გავხსნით ახალ სტადიონს რომელიც არის როგორც ინფრასტრუქტურის ასევე არქიტექტურის ნიმუში და ეს იქნება პასუხი ყველა სკეპტიკოსისთვის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ - „ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი