საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კარატეში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. პანდემიის გამო ონლაინ ვარჯიშების შემდეგ სპორტსმენებმა წვრთნები ბათუმში ღია ცის ქვეშ განაახლეს. ევროპის ჩემპიონატი წლის ბოლოს დანიაში უნდა გაიმართოს, კარატისტები ასევე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან რომელიც სექტემბრის ბოლო არის დაგეგმილი.
ეროვნული ნაკრები ვარჯიშის პარალელურად ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ლოკაციაზე საჩვენებელ გამოსვლებს ატარებს,- მიზანი კი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა