დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ ცხინვალში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

29 აგვისტო 2020, 15:16 911 ნახვა

ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრაციების დაწყებიდან მეორე დღეს უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქალაქში დანაყოფები პატრულირებენ. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, მათი მიზანი არეულობის თავიდან აცილებაა. დემონსტრაციები გუშინ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის ჩაცხრილვაში ბრალდებული ინალ ჯაბიევის დაღუპვას მოყვა.

28 წლის ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვისას შემოაკვდათ. შექმნილი ვითარების ფონზე ანატოლი ბიბილოვმა, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ მთავრობა დაითხოვა, თუმცა დემონსტრანტები თავად ბიბილოვის გადადგომას მოითხოვენ. ბიბილოვმა დემონსტრანტებთან გასაუბრება პირადად სცადა, თუმცა დიალოგი არ შედგა,  მას საპროტესტო აქციის მონაწილეები აგრესიული შეძახილებით შეხვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში