გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. ისინი გამოძიების დაჩქარებას და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვენ. ოჯახი ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის შედეგებს.
ადვოკატი და ოჯახის წევრები გუშინ პროკურატურაში საქმის მასალებს და მწყემსების ჩვენებებს გაეცნენ. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, საქმეში ახალი მწყემსების ჩვენებები გამოჩნდა, გამოძიება კი ამ ჩვენებების საფუძველზე ცდილობს დაამტკიცოს რომ მანქანის აღმოჩენის ადგილი საძოვრებად არ გამოიყენება.
ოჯახის უფლებადამცველის განმარტებით კი მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებსაც გამოეხმაურა.