თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული გ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ.
გამოძიების მტკიცებით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა და ამავე ქუჩაზე მცხოვრებ პირ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.