თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში მშობლები და ოჯახის უფლებადამცველი რამდენიმე საათის განმავლობაში საქმეში არსებულ ახალ ჩვენებებს ეცნობოდნენ. პროკურატურაში იმყოფებოდა გარდაცვლილის მეგობარი დეა კაპანაძეც, რომელმაც გამოძიებას ახალი ჩვენება მისცა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ეჭვობს, რომ კაპანაძემ თამარის სახლიდან გამტყუებლის ვინაობა იცის. თამაზაშვილისთვის ეჭვის საფუძველი ის გახდა, რომ კაპანაძემ ოჯახთან კომუნიკაცია ტრაგედიის შემდეგ შეწყვიტა. ბაჩალიაშვილის დედა ასევე ამბობს, რომ პროკურატურასთან კითხვები ავტომობილებთან დაკავშირებითაც ჰქონდა.
ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს, რომ გამოძიებაში არსებული ახალი ჩვენებები წინა ჩვენებების გასამყარებლადაა და კონკრეტული სიახლე ჩვენებებში არ არის, თუმცა აცხადებს, რომ მოწმეები, რომლებიც დაკითხულები არიან, ვერტმფრენებსაც აფიქსირებდნენ.