აჭარაში, ქობულეთის კლასტერის შემდეგ მოქალაქეების კორონავირუსზე ტესტირება კარვებში დაიწყო. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით რეგიონში სულ 350-მდე ნიმუში აიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
მისი შეფასებით საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე მართვადია, თუმცა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
საქართველოში იანვრის ბოლოდან მოყოლებული კორონავირუსზე 350 000 პისიარ ტესტია ჩატარებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი თვე დღეში საშუალოდ 4 830 ტესტი ტარდება. აქტიურად მიმდინარეობს სწრაფი, ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლებიც ძირითადად გამოიყენება საზღვრებზე შემოსულ მძღოლთა სწრაფი კონტროლისთვის.