გენერალურ პროკურატურაში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადება შეიტანა.
მისი განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.
საკითხს უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით, არანაირი შეკითხვა არ უნდა დარჩეს პოლიტიკური ჯგუფის იმ სახელმწიფოს მიერ შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მიმართ მტრული განწყობები აქვს.