ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე დღეს 3 საკითხი განიხილეს. ბიუჯეტიდან 76 ათასი ლარი გამოთავისუფლდა, რომელიც აიპებს სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად გადაეცემათ. ასევე 68 ათას 500 ლარით 4 ფერდსამაგრი მოეწყობა.
კიდევ ერთი საკითხი , რომელსაც დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ეყარა კენჭი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 30 კვადრატის მიწის ფართობია, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გადაეცემა.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი სოფელ შარაბიძეებში მდებარეობს, სადაც ''ენერგო პრო-ჯორჯია'' ელექტრო სადგურს მოაწყობს.