შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი

24 აგვისტო 2020, 12:07 1349 ნახვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გადაისინჯოს.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში