თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. მისივე თქმით, ჩატარებული ექსპერიმენტით დაზუსტდა ტემპერატურა როგორც ავტომობილის გარეთ, ისე მის შიგნით. პროკურორის განცხადებით, ექსპერიმენტის შედეგები სამედიცინო ექსპერტიზას გადაეგზავნება.
ექსპერიმენტის ჩატარება გულისხმობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტულ პროცედურას.