ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

21 აგვისტო 2020, 13:01 1228 ნახვა

ნიუ იორკის მასტერსსზე ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია. Western & Southern Open - ის პირველ შეხვედრაში ბასილაშვილი კანადელ ფელიქს ოჯე ალიასიმეს დაუპირისპირდება. 20 წლის კანადელი ახალი თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაა და ქართველს წილისყრაში არ გაუმართლა. თუ ბასილაშვილი ალიასიმეს ბარიეს დაძლევს 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს და შემდეგ ეტაპზე სანდგრენსა და სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილი და ალიასიმე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და კანადელი ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს იგებს. პანდემიის შემდეგომ, ეს პირველი საერთაშორისო ტურნირია რომელსაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია ატარებს. ტურნირი 22- დან 28 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 4 674 780 დოლარს შეადგენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში