18 აგვისტოს დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს - შსს განცხადება

20 აგვისტო 2020, 20:57 1148 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი