მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება. ამით სასამართლო ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, მათგან 6 არასრულწლოვანია.