მაშველებმა მტკვარში, ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოებისას ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გვამის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.
მაშველები მესამე დღეა ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში, 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.