მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევები არ გაზრდილა და ისევ 32 რჩება. ბოლო მონაცემებით 500-მდე აღებული ბიოლოგიური მასალიდან, ყველა უარყოფითია. ეპიდემიოლოგთა ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების შემოწმებას უახლოეს დღეებში დაასრულებენ. ორი მობილური ჯგუფი ღრმა კვლევაზე მუშაობს.
კორონავირუსზე 3500 მეტი ნიმუშია აღებული ამ დროისთვის.მესტიის მერის ინფორმაციით, 770 მდე მოქალაქე რჩება საკარანტინო სივრცეში.730 კი გადაყვანილია სხვადასხვა რეგიონში. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე არსებულ ობიექტებს ამოწმებენ.
რაიონში მუშაობს მხოლოდ ღია ტიპის კვების ობიექტები. სასტუმროების ძირითადი ნაწილი კი საკარანტინო სივრცეს გადაკეთდა.