აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს 7 ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის არჩევნებს – მას 184 მედია ორგანიზაცია აშუქებს. აკვირდება საერთაშორისო სადამკვირვებლო 55 ორგანიზაცია. საარჩევნო პროცესებს მონიტორინგს ასევე უწევს ადგილობრივი 111 სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ასევე არჩევნებს პოლიტიკური სუბიექტების 42 ათასზე მეტი წარმომადგენელი აკვირდება.