შსს საგანგებო რეჟიმში მუშაობს

08 ოქტომბერი 2016, 00:00 2096 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით უწყების ყველა თანამშრომელი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.  როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული რეჟიმი ხელს არ უშლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებაში. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „სამინისტროს მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ“  ბრძანება შს მინისტრმა გამოსცა.

ამავე კატეგორიაში