ახლა კი მამუკა არეშიძესთან ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ უნდა შემოგთავაზოთ. ექსპერტის თქმით კავკასია რუსეთის დიდ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და ის მას ნებით არასოდეს დათმობს, ამიტომ აუცილებელია ჰიბრიდულ ომში გამარჯვება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების გულის მოგება და ეს უნდა მოვახერხოთ ეკონომიკური მიმზიდველობით, დასავლეთთან ურთიერთობის ხიბლით და აუცილებელად საინფორმაციო ომში ჩაბმით და გამარჯვებით.