„ნამდვილი თუ მოგონილი?!“ – კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ეპიდსიტუაციის გამო ღონისძიებას მხოლოდ ჟიურის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები თავად წარადგინეს.
ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს კი, სპეციალური პრიზი გადაეცა. კონკურსის მიზანი მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა.