ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა.
რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის მე-12 წლისთავს ევროკავშირის წარმომადგენლობა სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს - ასეთია საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი.
დავით ზალკანიანის განცხადებით, უმოქმედობა მოსკოვის მიერ აღიქმება როგორც გარკვეული სანქცია, ამიტომ მკაფიო უნდა იყოს ევროპის პოზიცია და გზავნილი, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება.