აჭარაში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

07 აგვისტო 2020, 10:53 404 ნახვა

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, 5 დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტი, 1-ის წყარო ჯერჯერობით უცნობია. მარინა ეზუგბაიას თქმით, აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალ შემთხვევებზე მეტია.

ამ დროისთვის   საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1213  შემთხვევაა. რაც შეეხება აჭარას, ,,კოვიდ 19“-ის  ახალი შემთხვევა  ბოლო 24 საათში არ დაფიქსირებულა. გამოჯანმრთელდა  2 პაციენტი. 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში