ჩვენ დავინტერესდით ამონიუმის ნიტრატის რაობითა და განმარტებისთვის ქიმიკოსს მივმართეთ. ალეკო კალანდიას განცხადებით ნივთიერება წარმოადგენს მესამე კატეგორიის საშიშროების ტვირთს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის თავისთავად არ აფეთქდება, მაგრამ მისი დეტონაცია შესაძლოა გამოიწვიოს,მასში რაიმე სახის ორგანული მასის დამატებამ, ასევე ამონიუმის ნიტრატი არ უნდა შეიცავდეს ორგანული მინარევების 1%-ზე მეტს.