შაქარაშვილის საქმე - 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი

05 აგვისტო 2020, 18:15 1968 ნახვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში უკვე 4 საათია წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. ამჯერად სხდომაზე დაკავებულ არასრულწლოვნებზე მსჯელობენ. დღეს მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. დაცვის მხარის თქმით, ბრალდებას რეალური მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი. ადვოკატები მოსამართლეს სთხოვენ, რომ დაუშვებლად მიიჩნიოს სამი ადამიანის ჩვენება, რადგან, უფლებადამცველთა თქმით, მათ ჩვენებები რამდენჯერმე აქვთ მიცემული და ყველა ჩვენება შეცვლილია, ამიტომ ისინი არასანდო მოწმეებად არიან მიჩნეული. ასევე ადვოკატები ითხოვენ, რომ საქმეში დაემატოს მტკიცებულებები, კერძოდ, ვიდეო ფაილები, რომლებიც ბრალდებამ საქმეში არ ჩადო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში