გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესები განახლდება. სასამართლოს წინაშე 6 დაკავებული არასრულწლოვანი წარსდგება.
დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს რა მტკიცებულებებს დატოვებს საქმეში, რადგან დაკავებულთა ნაწილის ადვოკატი ითხოვს, რომ მოსამართლემ იმ ბრალდებულების ჩვენებები, რომლებმაც მათი თქმით ჩვენებები შეცვალეს დაუშვებლად ცნოს.
დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი - მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს.