რიჟვაძე: ''ყველას, ვინც გაბედავს სახელმწიფოს ხარჯზე მოითბოს ხელი, მოვკითხავთ პასუხს''

04 აგვისტო 2020, 15:24 3777 ნახვა

გუშინ, სუს-ის მიერ  4  მოქალაქის  დაკავების ფაქტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  გამოეხმაურა. თორნიკე რიჟვაძის  განცხადებით  შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია გრძელდება რათა დაისაჯოს  ყველა ვისაც კორუფციის მცდელობა ექნება.

რეგიონის მთავრობის მეთაურმა კორუფციასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით ასევე განაცხადა რომ  ზოგი მედიასაშუალება და ჟურნალისტი ცდილობს  აჭარაში დაამკვიდრონ ძველი, ანარქული ნეპოტიზმისა და კორუფციის მითები, თუმცა  კონკრეტულად ვის გულისხმობდა  თორნიკე რიჟვაძე ამ განცხადებაში  ეს არ  დაუკონკრეტებია. 

შეგახსენებთ , სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი მოქალაქე დააკავეს. 

გამოძიებით დგინდება, რომ ისინი ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, გარკვეული ტერიტორიის  აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ 350 ათას დოლარს ითხოვდნენ, საიდანაც ინვესტორს არწმუნებდნენ რომ  100 000 აშშ დოლარი აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში