არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ფეხბურთის ტურნირის ფინალური მატჩის გამარჯვებულ გუნდს - თბილისის „თბილისს“ ტურნირისთვის დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცა. თბილისის „თბილისისა“ და ბათუმის „ბათუმის“ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ფინალური შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ფინალური შეხვედრა თბილისის „თბილისის“ ამპუტანტი ფეხბურთელების გამარჯვებით - 6:0 დასრულდა.