კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. ინფიცირებულებიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა აჭარაში. ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.