ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში ჩააბარა, - აღნიშნულის შესახებ ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მას საქმესთან შეხება არ აქვს.
ადვოკატის ვარაუდით, ბრალდების მხარემ გადაწყვიტა, რომ ყველა პირმა, ვისზეც კი რაიმე ეჭვი გამოითქვა, დნმ-ის ნიმუში უნდა ჩააბაროს.ცნობისთვის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულია 17 ახალგაზრდა. 6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 5 აგვისტოს გაგრძელდება. საგამოძიებო უწყება არ გამორიცხავს, რომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ბრალი 17-ი ბრალდებულიდან ნაწილს დაუმძიმონ.