ანაკლიის პორტის საქმეს ორი საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს. მხარე ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათივე თქმით, მილიარდ დოლარს შეადგენს. საუბრობენ სავარაუდო მიზეზებზე, რის გამოც პროექტი შეჩერდა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესს ასახელებენ. კონსორციუმის წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნული საკითხი პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, რომელიც მიმართული იყო ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. მინისტრის შეფასებით, კონსორციუმი საკითხის პოლიტიზირებას და მთავრობისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს.