სტიქიას ებრძვიან ქუთაისშიც. უხვი ნალექის გამო დატბორილია რამდენიმე ქუჩა. ფოთის, განჯისა და წერეთლის ქუჩებზე მოსახლეობის ნაწილს წყალი საცხოვრებელი სახლის სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეუვიდათ. დაიტბორა, როგორც სამანქანო გზები, ასევე მოსახლეობის ეზოები. ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები.